ფოტო
აღმასრულებელი დირექტორი - ''ჯეო ორგანიკსი''
brand1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-24 - 2026-10-05
ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგია საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.  ,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა ,,შპს ჯეო ორგანიკსი“, რომლის ძირითადი საქმიანობის სფერო ლურჯი მოცვის  წარმოება და რეალიზაციაა.  ,,შპს ჯეო ორგანიკსი“ აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი, პერიოდული მივლინებები თბილისში.სამუშაო განაკვეთი:  სრულიპოზიციის ძირითადი მიზანია:• კომპანიის საოპერაციო საქმიანობის დაგეგმვა. მათ შორის გუნდთან ერთად აგროტექნიკური გეგმის შემუშავება.• ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა, როგორიცაა - პერიოდულად სარწყავი არეხების, გზების და ბაღის ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მოვლის ზედამხედველობა.• კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის მართვა - პლანტაციის მოვლასთან დაკავშირებული აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელება, კრეფის ორგანიზება. საერთაშორისო გამოცდილებისა და უახლესი სტანდარტების გაცნობა (მათ შორის პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით) და ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვა. • კომპანიის გუნდის მართვა. • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:• უმაღლესი განათლება - ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, აგრონომიის, ბიოლოგიის ან შესაბამისი სპეციალობით.• 5 წლიანი გამოცდილება საოპერაციო საქმიანობისა და ბიზნესის მხარდაჭერის სფეროში, მათ შორის სასურველია გამოცდილება კვების პროდუქტების ან/და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.• გუნდის მართვის გამოცდილება.• ინგლისური ენის ცოდნა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2026 წლის 5 ოქტომბრისა შეავსოთ მოცემული ველები.გისურვებთ წარმატებას!