ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგია საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.
,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა ,,შპს ჯეო ორგანიკსი“, რომლის ძირითადი საქმიანობის სფერო ლურჯი მოცვის წარმოება და რეალიზაციაა.
,,შპს ჯეო ორგანიკსი“ აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი, პერიოდული მივლინებები თბილისში.
სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციის ძირითადი მიზანია:
• კომპანიის საოპერაციო საქმიანობის დაგეგმვა. მათ შორის გუნდთან ერთად აგროტექნიკური გეგმის შემუშავება.
• ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა, როგორიცაა - პერიოდულად სარწყავი არეხების, გზების და ბაღის ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მოვლის ზედამხედველობა.
• კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის მართვა - პლანტაციის მოვლასთან დაკავშირებული აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელება, კრეფის ორგანიზება. საერთაშორისო გამოცდილებისა და უახლესი სტანდარტების გაცნობა (მათ შორის პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით) და ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვა.
• კომპანიის გუნდის მართვა.
• კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება - ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, აგრონომიის, ბიოლოგიის ან შესაბამისი სპეციალობით.
• 5 წლიანი გამოცდილება საოპერაციო საქმიანობისა და ბიზნესის მხარდაჭერის სფეროში, მათ შორის სასურველია გამოცდილება კვების პროდუქტების ან/და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
• გუნდის მართვის გამოცდილება.
• ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2026 წლის 5 ოქტომბრისა შეავსოთ მოცემული ველები.
გისურვებთ წარმატებას!